პროექტის სახელწოდება: ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი).

ექსპლუატაცია.უმეტეს შემთხვევაში მისი მსხვერპლი ხდება პიროვნება, რომელმაც არ იცის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
მონაწილეთა ასაკი: 15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლემ იცის ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაცია; გამოუმუშავდება ცხოვრებაში სირთულეების გადაჭრის გზის დასახვის უნარ-ჩვევები;
მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითად პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.
პროექტის ბოლოს შეიქმნება საინფორმაციო ბუკლეტი, პლაკატები, სლაიდ-შოუ..
პროექტისათვის საჭირო რესურსები: კალმები, თაბახის ქაღალდები, ფანქრები, ფლომასტერები, ფორმატები, 1 კომპიუტერი, 1 პროექტორი. 1 ფოტო-აპარატი, 1 დისკი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. მოსწავლეებს ეძლევათ ინდივიდუალური დავალება : მასალების შეგროვება გაზეთებიდან, ჟურნალებიდან,ინტერნეტიდან ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.
I ჯგუფი: ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ისტორიები;
II. ფოტო მასალები და კომენტარები;
III. ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეები;
IV.კანონმდებლობა;
3. დავალებების პრეზენტაცია;
4. ადამიანი, რომელსაც ვენდობი - თხზულების პრეზენტაცია;
5. პლაკატების კონკურსი;
6. დისკუსია;
7. საინფორმაციო ბუკლეტისა და სლაიდ-შოუს მომზადება;
8. შემაჯამებელი შეხვედრა და პროექტის შეფასება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება.
ისტ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია საქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიის კვლევა.
.jpg)
ს.გ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნანა ქაჯაია
ხელმძღვანელის ფოსტა: nanaqajaia77@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://naniko77.blogspot.com/