среда, 16 апреля 2014 г.

ტრეფიკინგი

პროექტის სახელწოდება:  ადამიანით  ვაჭრობა (ტრეფიკინგი).
 პროექტის მთავარი იდეა (თემა): მაღალლზნეობრივი, კანონის მცოდნე ახალგაზრდების აღზრდა, რომლებსაც შესწევთ უნარი, სწორად გაიაზრონ პრობლემები,მოპოვონ საჭირო ინფორმაცია და  რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში შეძლონ სწორი არჩევანის გაკეთება.
პროექტის აქტუალობა: დღევანდელი რეალობიდან   გამომდინარე,  ძალზე ფართოა იმ ადამიანების წრე, ვინც მოგებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გზით იღებს. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის პროცესი, რომელიც სამი ძირითადი ეტაპისაგან შედგება: გადაბირება, ტრანსპორტირება,



ექსპლუატაცია.უმეტეს შემთხვევაში მისი მსხვერპლი ხდება პიროვნება, რომელმაც არ იცის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
მონაწილეთა ასაკი:  15  წელი.
 ვადები/ხანგრძლივობა:  ერთი თვე 
 მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლემ იცის ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაცია; გამოუმუშავდება ცხოვრებაში სირთულეების გადაჭრის გზის დასახვის უნარ-ჩვევები;  
მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითად პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.
პროექტის ბოლოს შეიქმნება საინფორმაციო ბუკლეტი,  პლაკატები, სლაიდ-შოუ..
 პროექტისათვის საჭირო რესურსები:  კალმები,  თაბახის ქაღალდები, ფანქრები, ფლომასტერები, ფორმატები, 1 კომპიუტერი, 1 პროექტორი. 1 ფოტო-აპარატი,  1 დისკი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1.      მოსწავლეებს ეძლევათ  ინდივიდუალური დავალება :  მასალების შეგროვება გაზეთებიდან, ჟურნალებიდან,ინტერნეტიდან  ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. 
2.      ჯგუფებში  მუშაობა:
I ჯგუფი:  ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)  ისტორიები;
II. ფოტო მასალები და კომენტარები;
III. ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეები;
IV.კანონმდებლობა;
3.      დავალებების პრეზენტაცია;
4.      ადამიანი, რომელსაც ვენდობი - თხზულების პრეზენტაცია;
5.      პლაკატების კონკურსი;
6.      დისკუსია;
7.      საინფორმაციო ბუკლეტისა და სლაიდ-შოუს მომზადება;
8.      შემაჯამებელი შეხვედრა  და პროექტის შეფასება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება.
ისტ.IX.4მოსწავლეს შეუძლია  საქართველოში სოციალურ ურთიერთობებს ისტორიის კვლევა.


ს.გ.IX.1.  მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად ირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენს ხელოვნების ელემენტებ, პრინციპებ, სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.IX.3.   მოსწავლეს შეუძლია დაგეგმს და შეასრულს სხვადასხვა სახის სამუშაო.
 პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნანა ქაჯაია
 ხელმძღვანელის ფოსტა: nanaqajaia77@gmail.com

 პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://naniko77.blogspot.com/